შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია
დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია
რადიო თავისუფლება
რადიო თავისუფლება
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (ინგლ. Radio Free Europe/Radio Liberty (RFE/RL)) — აშშ-ის კონგრესის მიერ დაარსებული და დაფინანსებული რადიოსადგური, რომელიც მაუწყებლობს ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება გადასცემს ახალ ამბებსა და ანალიტიკურ გადაცემებს იმ ქვეყნებში, სადაც „ინფორმაციის მიღების თავისუფლება სრულად არაა უზრუნველყოფილი, ან შეზღუდულია მთავრობის მიერ“.

დღის სურათი
ბიუგოლის ტბა იედიგოლერის ეროვნულ პარკში (თურქეთი)
ბიუგოლის ტბა იედიგოლერის ეროვნულ პარკში (თურქეთი)
ბიუგოლის ტბა იედიგოლერის ეროვნულ პარკში (თურქეთი)

4 ივლისი — ამ დღეს...
  • 1776 : ჩრდილოეთ ამერიკის ცამეტი კოლონიის კონტინენტურმა კონგრესმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია (სურათზე) მიიღო.
  • 1884 : საფრანგეთმა ამერიკელ ხალხს თავისუფლების ქანდაკება აჩუქა.
  • 1918 : ტახტზე ავიდა ოსმალეთის უკანასკნელი სულთანი მეჰმედ VI.
  • 1934 : ლეო ზილარდმა მონაწილეობა მიიღო ბირთვული იარაღისათვის ჯაჭვური რეაქციის თეორიის შექმნაში.
  • 1941 : ნაცისტებმა ლვოვში პოლონელი მეცნიერებისა და მწერლების მასობრივი ხოცვა მოაწყვეს.
  • 1946 : ფილიპინებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა აშშ-საგან.
  • 1950 : რადიო თავისუფალი ევროპა პირველად გავიდა ეთერში.
  • იცით თუ არა, რომ?
    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი