ყველაფერი, რაზეც Google თქვენთვის მუშაობს
შედით თქვენს Google ანგარიშში, რათა თქვენ მიერ გამოყენებული Google სერვისების ყველა შესაძლებლობით ისარგებლოთ. თქვენი ანგარიშის მეშვეობით შეგიძლიათ არა მხოლოდ Google-ის ფუნქციების თქვენზე მორგება, არამედ თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციაზე მარტივად წვდომა, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ.
გეხმარებათ
როცა სისტემაში შესული ხართ, თქვენ მიერ გამოყენებული ყველა Google სერვისი ურთიერთქმედებს და გეხმარებათ ისეთი ყოველდღიური ამოცანების უფრო მარტივად შესრულებაში, როგორიცაა, მაგალითად, Gmail-ის სინქრონიზაცია Google Calendar-თან და Google Maps-თან, რათა არასოდეს ჩამორჩეთ თქვენს განრიგს.
შექმნილია თქვენთვის
მნიშვნელობა არ აქვს, რომელ მოწყობილობასა თუ Google სერვისს იყენებთ, თქვენი ანგარიში გთავაზობთ თანმიმდევრულ ფუნქციებს, რომელთა მორგება და მართვაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
გიცავთ
თქვენი Google ანგარიში დაცულია უსაფრთხოების მოწინავე ფუნქციებით, რომლებიც ავტომატურად აღმოაჩენს და ბლოკავს საფრთხეებს, სანამ ისინი თქვენამდე მოაღწევს.
მუდამ მზად დასახმარებლად
თქვენი Google ანგარიში დროის დაზოგვაში გეხმარებათ — მასში შენახული ინფორმაციის მეშვეობით შეგიძლიათ პაროლების, მისამართების და გადახდის დეტალების ავტომატურად შევსება.
თქვენს Google ანგარიშში შესვლის შემდეგ ყველა Google სერვისი, რომელსაც იყენებთ, დაიწყებს ურთიერთქმედებას, რომ მეტი ამოცანის შესრულებაში დაგეხმაროთ. მაგალითად, დადასტურებული ავიაბილეთების შესახებ Gmail-ში მიღებული ინფორმაცია ავტომატურად სინქრონიზდება თქვენს Google Calendar-თან და Google Maps-თან, რომ აეროპორტში დროულად მიხვიდეთ.
YouTube ვიდეოების სხვადასხვა მოწყობილობიდან ყურების გაგრძელების შესაძლებლობა თუ თქვენი კონტაქტებისა და რჩეული Play Store აპების მუდმივი ხელმისაწვდომობა — სისტემაში ერთი შესვლით Google-ში ყველა ფუნქციით დაუბრკოლებლად ისარგებლებთ. ასევე, თქვენი Google ანგარიში გეხმარებათ მარტივად შეხვიდეთ მესამე მხარის აპებში უსაფრთხოდ და სწრაფად, რათა თქვენ მიერ არჩეული პარამეტრებით Google-ის გარეთაც ისარგებლოთ.
პირადად თქვენთვის
თქვენს მონაცემებსა და პარამეტრებს ერთი დაწკაპუნება გაშორებთ. უბრალოდ, შეეხეთ თქვენს პროფილის სურათს და გადადით „თქვენი Google ანგარიშის მართვის“ ბმულზე. პროფილის სურათიდანვე მარტივად შეგიძლიათ სისტემაში შესვლა, სისტემიდან გამოსვლა ან ინკოგნიტო რეჟიმის ჩართვა.
როცა საქმე კონფიდენციალურობას ეხება, ერთი პირობა ყველას ვერ მოერგება. სწორედ ამიტომ, თითოეულ Google ანგარიშში ხელმისაწვდომია სხვადასხვა მარტივად გამოსაყენებელი მართვის საშუალება და ხელსაწყო, როგორიცაა, მაგალითად, კონფიდენციალურობის შემოწმება, რომლებიც კონფიდენციალურობის საჭირო პარამეტრების არჩევაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ჩართვა/გამორთვის მარტივი გადამრთველებით შეგიძლიათ გააკონტროლოთ, რომელი მონაცემები შეინახოს თქვენს ანგარიშში, ანდაც წაშალოთ თქვენი მონაცემები თარიღების, პროდუქტებისა და თემების მიხედვით.
თქვენი Google ანგარიში გთავაზობთ უსაფრთხო, ერთიან სივრცეს, რომელშიც შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, მაგალითად, საკრედიტო ბარათების მონაცემები, პაროლები და კონტაქტები, შემდეგ კი გამოიყენოთ ის ინტერნეტში, როცა დაგჭირდებათ.
თქვენი ინფორმაციის კონფიდენციალურობის, უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის
თქვენი Google ანგარიში ავტომატურად იცავს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, პარალელურად კი მის კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. თითოეულ ანგარიშს მოყვება ისეთი ძლიერი ფუნქციები, როგორიცაა, მაგალითად, სპამის ფილტრები — რომლებიც ბლოკავს სახიფათო ელფოსტის 99,9%-ს, სანამ ის თქვენამდე მოაღწევს — და პერსონალური შეტყობინებები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომლებიც გაგაფრთხილებთ საეჭვო აქტივობისა თუ მავნე კოდის შემცველი ვებსაიტების შესახებ.
ეს მარტივი ხელსაწყო გთავაზობთ პერსონალურ რეკომენდაციებს ანგარიშის დაცვასთან დაკავშირებით.
თქვენს Google ანგარიშში ჩაშენებულია პაროლების მმართველი, რომელიც უსაფრთხოდ ინახავს თქვენს პაროლებს ერთ სივრცეში, რომელზე წვდომაც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.